“ახლა გახდით სათნოები, როცა დედამისი დახმარებას ითხოვდა, ვის ახსოვდა საერთოდ” – თამო ვაშალომიძე ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებაზე
12-წლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. აღნიშნულს მოდელი, თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“საწყალ ჯაბა ბოჯგუაზე ახლა გახდით სათნოები და პოსტებით აჭრელება დაიწყეთ. როცა დედამისი სულ ცოტაოდენ დახმარებას ითხოვდა, რომ ეარსებათ, ვის ახსოვდა საერთოდ?! უნდა მოკვდე მაინცდამაინც, რომ დაგაფასონ ან ყურადღება მოგაქციონ!”, – წერს ვაშალომიძე.