“ახლაც არ არსებობს ეკლესიის კლასტერი ?! ათასობით ინფიცირებული საიდან მოდის ყოველდღიურად ?!” – რაში ადანაშაულებს ვახო სანაია იმუნოლოგებს?

ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ეხმაურება და წერს, რომ ამ ყველაფერში ე.წ. ეკლესიის კლასტერს საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნია. ჟურნალისტი იმუნოლოგებს, საპატრიარქოსთან ფლირტში ადანაშაულებს, აცხადებს რომ პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაზე მათ ეკისრებათ.

,,ხომ შეუწყვეთ ხელი საპატრიარქოსთან ფლირტით ყველაზე საშინელ პროპაგანდას. ახლა რატომ გიკვირთ ?! ახლაც არ არსებობს ეკლესიის კლასტერი ?! ათასობით ინფიცირებული საიდან მოდის ყოველდღიურად ?! რატომ მიეცით კოლექტიურ ჯაღმაიძეებს ხალხის მოტყუების ასპარეზი ?! რატომ გასწირეთ ეს ხალხი ?! ხომ გვიწოდეთ ყველას ეკლესიის მტრები ! იძახეთ ახლა საბოტაჟი…”, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, ვაქცინაციის მსურველთა დაბალ მაჩვენებელს ერთგვარ საბოტაჟს უწოდებს.

,,გასაგებია, რომ ანტივაქსერული განწყობა ძლიერია, სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ გახდება იძულებული, რომ შეზღუდვები შემოიღოს და ეს შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს”, – განაცხადა ცერცვაძემ გუშინ 22 ოქტომბერს.

კომენტარები

სხვა სიახლეები