ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს პიონერთა ფორმები ეცვათ

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილების“ ღონისძიებაზე პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები ეკეთათ. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კლასის დამრიგებელი და მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვებს საქართველოს დროშის ფერებში ეცვათ და „აზრადაც არ მოსვლიათ, ისინი პიონერივით გამოეწყოთ“.
კომუნისტურ სიმბოლიკასთან კავშირს სკოლის დირექტორი – ინგა ვარდიძეც უარყოფს​.
„პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება, დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილები. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძიება ჩაატარეს. როგორ კაშნეს და ბენდენას მოიხვევდნენ ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა სცმოდათ – ეს ვიცოდი“, – ამბობს ინგა ვარდიძე.
განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებენ. ამასთან, სამინისტრო სკოლის ყველა დირექტორსა და პედაგოგს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს.

ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები