ახალშობილი ციყვი, რომელმაც „ციყვობაზე უარი თქვა“ (ფოტოკოლაჟი)

ისტორია მამაკაცზე, რომელიც ერთ საღამოს შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მის საწოლში ციყვმა მისი ორი დღნაჩვისთვის (ციყვის შვილი) ბუდე მოიწყო. მან ცხოველთა დაცვის შესაბამის სამსახურს მიმართა, რათა მათ პატარები დედისთვის დაებრუნებინათ, მაგრამ  მათი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მალევე ციყვმა საერთოდ უარი თქვა თავის შვილებზე. სამწუხაროდ, ერთერთი დღნაჩვი მოკვდა, ვეტერინარებმა კი განაცხადეს, რომ  დედის გარეშე მეორე ვერ გადარჩებოდა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა, კრისტინამ და მაიკლმა მძიმე მისია დაისახეს, გადაწყვიტეს  პატარა ციყვის შინ წაყვანა.
პატარა ციყვი თავიდანვე უცნაური იყო. მაშინ, როცა ციყვები დაბადებიდან მალევე უარს ამბობენ რძეზე, ეს უკანასკნელი მოზრდილიც არ თმობდა რძინა ბოთლს. მას, სხვა ციყვებისგან განსხვავებით, არ აინტერესებდა ხტომა, მშვიდად სიარული ერჩივნა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ, ციყვი მისნაირებისთვის გაეცნოთ, ის უარს აცხადებდა ყოველ მცდელობაზე.
მისი მეურვეებიდან ერთერთი ამბობს: „არ ვიცი, თავს რად მიიჩნევს, მაგრამ ციყვად რომ არა, მაგას ვხვდები“.
დღეს ციყვი, ძალიან ბედნიერი მღრღნელია, რომელიც მთელ დროს თავის ადამიან დედასა და მამასთან ერთად ატარებს. მას ძალიან უყვარს შაქრის კუბები და ავოკადო.

კომენტარები

სხვა სიახლეები