ახალი კარტოფილი ნივრით

ინგრედიენტები: ახალი კარტოფილი – 1 კგ. კამა – 1 შეკვრა, ნიორი – 4 კბილი, წყალი – 1/3 ს/კ. მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი: კარტოფილი გავთალოთ და შევწვათ. ნიორი დავჭყლიტოთ, კამა დავჭრათ. წყალი დავასხათ და ერთმანეთში შევურიოთ. მიღებული მასა კარტოფილს მოვასხათ, როცა ოქროსფერი გახდება. ტაფას თავსახურავი დავაფაროთ და ცეცხლზე კიდევ 5 წუთით გავაჩეროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები