ახალი გადაცემა ხელოვნების მოყვარულებისთვის – ინტერნეტსივრცეში „არტსითი“ გამოჩნდა (ფოტოკოლაჟი)

ინტერნეტსივრცეში ახალი გადაცემა „არტსითი” გამოჩნდა. ”არტსითი” საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ ხელოვანებს ახალი კუთხით წარმოაჩენს, ამასთან გადაცემა ნიჭიერ, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის უცნობ ახალგაზრდა შემოქმედებს აცნობს მაყურებელს.
როგორც „კვირა +“ მა გაარკვია, ”არტსითის” წამყვანი ჟურნალისტი მარიამ გელაშვილია, რომელიც წლებია სწორედ კულტურის სფეროში მუშაობს და სხვადასხვა ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას.

გადაცემის დეტალებზე, სტუმრებსა და სამომავლო გეგმებზე სწორედ მას ვესაუბრეთ:

-მარიამ ვისაუბროთ „არტსითიზე“, რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ფორმატის გადაცემის გაკეთება?

-პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ჯერ კიდევ უნივერისტეტის დამთავრებამდე აღმოვაჩინე, რომ სწორედ კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქება, ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების მოსმენა და მათი შემოქმედების შესახებ მკითხველისთვის თუ მსენელისთვის ინფორმაციის მიტანა მანიჭებდა დიდ სიამოვნებას. ვაწყობდი პოეზიის საღამოებს, ერთ-ერთ საუნივერსიტეტო რადიოში მქონდა გადაცემა სადაც ასევე კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს ვიწვევდი და მათ შემოქმედებას ვაცნობდი მსენელს. მოგვიანებით ისე მოხდა, რომ მედიცინიის სფეროში აღმოვჩნდი და იქ განვაგრძე საქმიანობა, თუმცა პარალელურად მაინც ვხვდებოდი ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებზე. ყოველთვის მინდოდა ასეთი ადამიანების შესახებ სულ უფრო მეტ ადამიანს სცოდნოდა, გადაცემის გაკეთებამ დიდი ძალისხმევა მოითხოვა და ასეა ახლაც, თუმცა მიხარია, რომ გადაცემიდან გადაცემამადე „არტსითს“ სულ უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს.

-სად შეუძლიათ მაყურებელებს „არტსითის“ გადაცემების ნახვა?

-ჩვენი გადაცემები ამ ეტაბზე ფეისბუქგვერდზე სახელწოდებით „მარიამი“ ორშაბათობით თავსდება. ინტერნეტი – სოციალური ქსელი დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხემისაწვდომი, ამაზე მოწმობს ჩვენი გადაცემების გამოხმაურებები, საიდანაც ირკვევა, რომ როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი ადამიანები უყურებენ „არტსითის“, აფასებენ გადაცემას, ასევე გამოთქვამენ სურვილს გადაცემაში ამა თუ იმ უკვე კარგად ცნობილი ავტორების თუ ნიჭიერი ახალგაზრდების მოწვევის შესახებ.

-მარიამ, თავად ახალგაზრდები თუ გიკავშირდებიან გადაცემაში მონაწილეობისთვის თავიანთი სურვილით?

-ძირითადად სტუმრებს ჩვენ ვუკავშირდებით და ვიწვევთ, თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როცა მოუწერიათ, დაურეკავთ რომ სურთ საკუთარი სიმღერების, ლექსების, ნოველების თუ სხვა სახის შემოქმედების შესახებ ჩვენს გადაცემაში საუბარი, რა თქმა უნდა, ეს კარგია, იმიტომ რომ ხშირად ასე რომ ვთქვათ, გადაჭარბებული თავმდაბლობის გამო არაერთი გენიალური ნაწარმოები, კომპოზიცია, ნახატი, რჩება ჩრდილში ისე, რომ მას საზოგადოება ვერ ეცნობა. „არტსითის“ შექმნს ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, გარდა უკვე ცნობილი, მონატრებული ავტორების შემოქმედებაზე საუბრისა, სწორედ ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენაა. მართალია ტარდება ცალკეული კონკურსები, ღონისძიებები თუმცა ეს საკმარისი არ არის.

-სამომავლო გეგმებზეც, რომ ვისაუბროთ, „არტსითი“ ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალურ ქსელში თავსდება, თუ იგეგმება რაიმე სიახლე ამ კუთხითაც?
– გადაცემის განვითარებაზე, იმაზე, რომ ის უფრო სიანტერესო, მრავალფეროვანი და ბევრი მაყურებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, აქტიურად ვმუშაობ. ველოდები შემოთავაზებებს, თუმცა ამ ეტაპზე მეტი დეტალის თქმისგან თავს შევიკავებ, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოვა, მთავარია მაქვს სტიმული – სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა, იმ ადამიანებმა ვისაც ხელოვნება უყვართ, უკვე შეიყვარა „არტსითი“, მათი კომპლიმენტები მაძლიერებს, ვითვალისწინებ შენიშვნებსაც, ასე რომ სიახლეები, რა თქმა უნდა, იქნება…
-მარიამ, ბევრ საინტერესო სტუმარსა და კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას გისურვებთ.

-მადლობა თქვენ, „არტსითით“ დაინტერესებისთვის…

კომენტარები

სხვა სიახლეები