ახალგაზრდა ქალმა დედას 6 თვის ჩვილი გასტაცა, ერთ საათში კი, ბავშვი დამწვარი იპოვეს

აშშ-ის შტატ ლუიზიანაში, რამდენიმე ადამიანმა 25 წლის მარი-ნიკოლ სმიტის ხელმძღვანელობით, სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ ამერიკული საინფორმაციო სააგენტო WWLTV იუწყება.
ახალგაზრდებმა ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონის კარზე დააკაკუნეს, როცა ქალმა კარი გაუღო, თვალებში სითხე შეასხურეს, სახლში შევარდნენ და მისი ექვსი თვის ბიჭუნა ლევი გაიტაცეს. ქალს ეგონა, რომ ძარცვავდნენ და შვილის გაუჩინარება მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა მხედველობა აღუდგა. ის მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.
სამართალდამცველები დამნაშავეებზე მალევე გავიდნენ, თუმცა, მათი მყისიერი რეაგირების მიუხედავად, უკვე ერთ საათში, ბავშვის დამწვარი სხეული ახლომდებარე რკინიგზის სადგურზე აღმოაჩინეს. იმ მომენტისთვის ლევი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს-დამწვრობის ხარისხი ძალიან დიდი იყო. ამ დროისთვის სასტიკი დანაშაულის ჩადენის მიზეზი უცნობია. მარი-ნიკოლ სმიტი უკვე დაპატიმრებულია, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები