BBC ავრცელებს ინფორმაცის, რომ, ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სამ ყველაზე დიდ სილამაზის კონკურსში აფროამერიკელმა კონკურსანტებმა გაიმარჯვეს.
25 წლის ნია ფრანკლინი “მის ამერიკა” სექტემბერში გახდა. გასულ კვირაში 18 წლის კალიე გერისი “მის ამერიკელი თინეიჯერი”, ხოლო 28 წლის ჩესლი კრისტი “მის აშშ” გახდა.
BBC-ს ცნობით, ეს გამარჯვებები, ბოლო ათწლეულების განმავლობაში რასიზმთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია.