აშშ-ში ჟურნალისტს მანქანა პირდაპირ ეთერში დაეჯახა(ვიდეო)

დასავლეთ ვირჯინიაში ტელეკომპანია WSAZ-ის ჟურნალისტ, ტორი იორგას, ავტომობილი პირდაპირ ეთერში დაეჯახა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანქანის დაჯახების შემდეგ, ჟურნალისტი დაეცა, თუმცა მალევე ამბობს, რომ “თავს კარგად ვგრძნობ” და კადრში ისევ ჩნდება.

ვიდეო სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და მომხმარებლების ყურადღება სტუდიაში მყოფმა წამყვანმა, ტიმ ირამ მიიქცია, რომელიც ემოციის გარეშე ადევნებს თვალს მომხდარს.

“ისეთი სახე აქვს, გეგონება, ყოველდღე ხედავს მსგავს რაღაცას”,- წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

კიდევ ერთი სოცქსელის მომხმარებელი ინტერესდება: “საერთოდ ხედავს ჟურნალისტს, თუ უბრალოდ ტელესუფლიორს უყურებს?”.

კომენტარები

სხვა სიახლეები