აშშ-ში კონგრესმენი განხილვის დროს “ამოყირავდა” (ფოტო)

აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის წევრს, კონგრესმენ ტომ ემერს კურიოზი შეემთხვა.

ემერი საფინანსო კომიტეტში ონლაინშეხვედრას ესწრებოდა, თუმცა, სიტყვით გამოსვლის დროს კადრი ვერ გაასწორა, რამაც მისი კოლეგები ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

მაქსინ უოტერსმა კოლეგის სიტყვა შეაწყვეტინა და ჰკითხა: “ხომ მშვიდობა აქვს”.

“არ ვიცი, როგორ გავასწორო”, – თქვა კონგრესმენმა.

კიდევ ერთმა კონგრესმენმა ტეხასელი ადვოკატის, როდ პონტონის შემთხვევა გაიხსენა, რომელიც zoom-ის ფილტრს ვერ გაუმკლავდა და მოსამართლის წინაშე “კატის ნიღაბში” წარდგა. ამ ამბავმა თავის დროს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სანამ ემერი კადრის გასწორებას ცდილობდა, დარბაზიდან გაისმა ხუმრობა: “ყოველ შემთხვევაში, კატა მაინც არ ხართ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები