აუქციონზე გამოტანილი “სკულპტურა”, წებოვანი ლენტით კედელზე მიკრული ბანანი, რომელიც 120 000 დოლარად გაიყიდა, ქართველმა შეჭამა (ვიდეო)

აუქციონზე გამოტანილი “სკულპტურა“ წებოვანი ლენტით კედელზე მიკრული ბანანი, რომელიც 120 000 დოლარად გაიყიდა, ამერიკაში მოღვაწე ხელოვანმა დავით დათუნამ შეჭამა.
“მშიერი ხელოვანი“, მხატვრული წარმოდგენა ჩემგან. მე მიყვარს მაურიციო კატელანის ნამუშევრები, და ნამდვილად მიყვარს ეს ინსტალაცია, ის ძალიან გემრიელია“ – წერს დავით დათუნა თავის “ინსტაგრამ“ გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს სადაც ხელოვნების ნიმუშს ჭამს.
კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი ეს არის არტ-ინსტალაცია მაურიციო კატელანისგან, რომელიც მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 120 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც არტისტმა აუქციონზე გაიტანა.
ნამუშევარს “კომიკოსი“ ჰქვია და მისი 3 ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი თავდაპირველი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო. თავად ავტორის თქმით, მისი შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი – ბანანი, მან მაიამის ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში იყიდა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები