ასტროლოგი: თბილისის დროით 20:16 წუთზე, ახალი 2018 წელიწადი შემოდის

თბილისის დროით 20:16 წუთზე, როცა მზე გადავა 12 ზოდიაქოს პირველ ნიშნის (ვერძის) პირველ გრადუსზე ახალი, 2018 წელიწადი შემოდის. ამის შესახებ ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გაზაფხულის ბუნიაობა ეს არის ახალი წლის ათვლის წერტილი. შემოდის სიყვარულის, სილამაზის, ესთეტიზმის, ხელოვნების, ფინანსების მმართველი, ვენერას წელიწადი. ვენერა ასევე ეს არის სამართლიანობის მმართველი და სწორედ ამ სფეროებს წამოწევს წინ. ქართულ ესტრადას აღარაფერი ეშველება და სამართალს კი მიეხედება ამ წელს განსაკუთრებულად, რადგან უმაღლესი დამსჯელი პლანეტა სატურნიც დგას უძლიერეს პოზიციაზე და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს.
ასე რომ გილოცავთ ახალ 2018 წლის დადგომას. სიყვარულის, სიხარულის და მატერიალური კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს.
ასევე დღეს ასრის ასტროლოგთა პროფესიული და ყველა ასტროლოგს მინდა მიულოცო ეს დღეს. ვუსურვო ამ სფეროს და ასტროლოგებს პროფესიული და სულიერი განვითარება“,- წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები