ასეულობით მილიონს ქალი ავეჯში მალავდა – რა მოხდა პეტერბურგში (ფოტო, ვიდეო)

პეტერბურგში, რუსმა სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთ-ერთ ბინაში ნაღდი ფული 605 მილიონი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
ნახევარ მილიარდს, პროფესიით ბუღალტერი ნატაშა, სამეულში მალავდა.
რუსი სამართალდამცველების პრაქტიკაში და პეტერბურგის ისტორიაში, ნახავარმილიარდიანი კორუფციული საქმე პირველი პრეცენდენტია.
აღნიშნული ფაქტი 13 დეკემბერს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვის რაიონში მოხდა.
პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის გადასამოწმებლად, 24 საცხოვრებელი სახლი და 11 ოფისი გაჩხრიკეს.
ნახევარმილიარდზე მეტი რუსული რუბლი გასტელოს ქუჩა N 9 -ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დივანში აღმოაჩინეს.
605 მილიონ რუსულ რუბლში ძირითადად, 5000 რუბლიანი კუპიურები ფიგურირებდა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ დივანზე 54 წლის პეტერბურგელი ნატალია იწვა, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. მან სამართალდამცველებს თავი ერთ-ერთი მოკრძალებული კომპანიის ბუღალტრად გააცნო. თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, ბუღალტერი საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
აღსანიშნავია, რომ ეს მოკრძალებული კომპანია სიგარეტის რეალიზაციას ეწეოდა ერთ-ერთი საბითუმო ბაზიდან.
პოლიციამ ნატაშას საცხოვრებელ სახლში ფინანსური დოკუმენტაცია, კომპანიის ბეჭედი, სხვადასხვა ბანკის ბარათი და 100 ათასი ევრო აღმოაჩინა.
რუს პოლიციელებს, აღნიშნული ფაქტზე, 6 ეჭვმიტანილი ჰყავთ, თუმცა ამ დროისათვის, 5 პეტერბურგელია დაკავებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები