“არ ვიცოდი ფრონტის ხაზზე თუ შედიოდა” – ლევან რატიანის დედა შვილის უცნობ ისტორიას იხსენებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის დედა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში აგვისტოს ომის პერიოდს იხსენებს:

„თავდაპირველად არ ვიცოდი, ლევანი ფრონტის ხაზზე თუ შედიოდა, შემდეგ გავიგე, ჩემმა შვილმა, თამუნამ მითხრა, დამალვა ვეღარ შეძლო. ის დღეები, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ჩემთვისაც უმძიმესი იყო. „სასწრაფოთი“ დაჭრილები გადაჰყავდა.

ერთ დღეს ლევანთან ტელეფონით დაკავშირება ვეღარ შევძელით. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ. რა უნდა მეფიქრა? ხომ წარმოგიდგენიათ, შინ როგორი მდგომარეობა გვექნებოდა?!

მოგვიანებით, როგორც იქნა, თავად დაგვიკავშირდა. მითხრა, – დედა, აქ ყველაფერი დამთავრდა და მალე წამოვალო. სულ ეს იყო, გავიგე, რომ ცოცხალი გახლდათ. ცხინვალის მისადგომებიდან თბილისში შემოვლითი გზით დაბრუნდა. ჩამოსვლას 7-8 საათი მოანდომა. მისი შინ დაბრუნება ხელახლა დაბადების ტოლფასი იყო. მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, ერთი ექიმიც დაეღუპათ. ომი იყო, მაგრამ ახლაც არანაკლები ომია. ახლა მტერი უხილავია“, – იხსენებს მარინა გვასალია.

კომენტარები

სხვა სიახლეები