„არწივებმა“ მწვერვალები ვერ დაიპყრეს – „ბორჯღალოსნების“ ტრიუმფი კინგსჰოლმიზე (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

17:10 – „ბორჯღალოსნებმა“ „ზღვის არწივები“ 7 ქულიანი ანგარიშით დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ტონგას ეროვნულ გუნდს „ბორჯღალოსნებმა“ პირველ ტაიმშიც სძლიეს. თამაში ბრიტანეთის ქალაქ გლოსტერში, კინგსჰოლმის სტადიონზე დღეს გაიმართა. მომდევნო მატჩს ქართველები 25 სექტემბერს, არგენტინის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მსოფლიოს რიგით მერვე მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში გუშინ გაიხსნა. ერთმანეთს ინგლისისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. „თვიკინჰემზე“ გამართული შერკინება ბრიტანელების გამარჯვებით, ანგარიშით 35-11 დასრულდა. ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახიც. პრინცი უილიამი და მისი მეუღლე- კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი, 82 ათას გულშემატკივართან ერთად, თამაშს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ. „თვიკინჰემზე“ იმყოფებოდა პრინცი ჰარიც და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი.

https://www.youtube.com/watch?v=CYK78Byrbw4&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=ehklrQHRWis&feature=youtu.be

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 20-2 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48

კომენტარები

სხვა სიახლეები