საქართველოში კორონავირუსმა ერთი ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა. ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი:
„ბევრი იბრძოლა პატიკომ, ძალიან ბევრი და მაინც ვერ გაუძლო, ვერ მოერია.
არცერთი არ დაინდო ვირუსმა. არც მარგო ბებო, არც – დარეჯანი, არც – პატიკო“, – წერს სოციალური პლატფორმა „ქალები საქართველოსთვის“ გრაფიკული დიზაინერი, მარიკა მორჩილაძე.