არქეოლოგებმა ბორდელი აღმოაჩინეს, რომლის კედლები სექსუალური შინაარსის ნახატებით არის მოხატული (ფოტო,ვიდეო)
არქეოლოგებმა ქალაქ პომპეუსის გათხრების დროს ლუპანარიუმი, ანუ ძველებური ბორდელი აღმოაჩინეს. მისი კედლები მოხატულია სექსუალური შინაარსის ნახატებით.
რომის ეს ქალაქი ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სქესობრივი აქტის ნახატები, მათ შორის ჯგუფური სექსის ამსახველი სურათები სარეკლამო დატვირთვას ატარებდა და „კლიენტებს“ აჩვენებდა თუ რა სახის მომსახურებას ეწეოდნენ ბორდელის მეძავები.
ამ „დაწესებულების“ „მომსახურებით“, ძირითადად მდიდარი ადამიანები სარგებლობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ქალაქი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლით დაიფარა, ბორდელის კედლებზე ნახატები კარგად შენარჩუნდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=I-t8PARtLlI&feature=youtu.be[/youtube]