არაჟნის დესერტი

ინგრედიენტები: 0.5 ლ კეფირი; 200 გრ. არაჟანი; 10 გრ. ჟელატინი; 1/5 ჭიქა შაქარი; 1 შეკვრა ვანილი; შოკოლადი.
მომზადების წესი: ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში 5-10 წუთის განმავლობაში. კეფირი, არაჟანი, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. ჟელატინიდან წყალი გადავღვაროთ და მიკროტალღურ ღუმელში გავადნოთ, ამის შემდეგ კეფირის მასას შევურიოთ და ვურიოთ, რომ ჟელატინი თანაბრად განაწილდეს. მიღებული მასა მოვათავსოთ მაცივარში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ მაცივრიდან გამოვიღოთ, ავთქვიფოთ მიქსერით, ჭიქებში გადავანაწილოთ, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და ისევ მაცივარში შევდგათ, ამჯერად 2-3 საათით.

კომენტარები

სხვა სიახლეები