“არანაირი ძალის გადამეტება არ იყო, მე მგონია, რომ დააკლეს კიდეც” – მსახიობი 20 ივნისის აქციის დარბევაზე

“არანაირი ძალის გადამეტება არ იყო, მე მგონია, რომ დააკლეს კიდეც. ღმერთმა მომიტევოს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან რბილად მოექცნენ მომიტინგეებს. ტყვიამ არ იცის თვალი, ფეხი, ხელი..“, – მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა 20 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლას აფასებს. მისი თქმით, „არ უნდა გადადგეს გახარია, არც ირაკლი უნდა გადამდგარიყო“.

„ეს ყველაფერი არის პროვოკაცია. ეს იყო ჩაწყობილი „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ მიერ. ისინი ყველა მიტინგზე ითხოვდნენ გახარიას გადადგომას. არ უნდა გადადგეს გახარია, არც ირაკლი უნდა გადამდგარიყო. ტყვიებმა კიდევ არ იცის არც ახალგაზრდა, არც „ოცნება“ არც „ნაცები“ და არც არაფერი. მივიჩნევ, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა დაისაჯოს უფრო მაღალი ზომებით“, – ამბობს მსახიობი.
ხათუნა ბოკუჩავას თქმით, „მტერს პატივი უნდა ვცეთ“
„გავრილოვის ჩამოსვლა ქვეყანაში არანაირი პრობლემა იყო. მე ვიცი, რომ შენს მტერს უნდა სცე პატივი, მტერი ახლოს უნდა გყავდეს და მტერთან ლამაზი სიტყვებით უნდა მოაგვარო და არა – დაპირისპირებებითა და რევოლუციებით.
ეს ღონისძიება ტარდება ყველა სახელმწიფოში და პროვოკაცია იყო ზუსტად გავრილოვის დასმა იმ სკამზე, სადაც იჯდა. გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა ვაშაძემ და “ნაცბანდამ”. ზუსტად იცოდნენ, რაზეც ატყდებოდა ამბავი და ძალიან კარგად გათვალეს ეს ყველაფერი. აბა, სად უნდა ჩაეტარებინათ ღონისძიება, ყველა სახელმწიფოში პარლამენტში ტარდება?“, – განაცხადა მსახიობმა.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

სხვა სიახლეები