არანაირი ლეპტოპი ან ტელეფონი საწოლში – ამერიკელი პროფესორი უძილობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდს გვიზიარებს
[dropcaps round=”no”] ამერიკელი პროფესორი ჯეისონ ელისი უძილობის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ მეთოდს აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, პირველი შეცდომა, რასაც უძილობით გაწამებული ადამიანები უშვებენ, ის არის, რომ ისინი რაც შეიძლება ადრე წვებიან საწოლში, რათა დაძინების შანსები გაზარდონ.
პროფესორის თქმით, ეს არასწორია. აუცილებელია ძილის საშუალო ხანგრძლივობის გამოთვლა, ანუ რამდენი საათი სძინავს ადამიანს კვირის განმავლობაში და ამ რიცხვის გაყოფა შვიდზე. შემდეგ კი საწოლში ზუსტად იმ დროს დაწოლა, რომ საშუალო ხანგრძლივობის ძილი გამოგივიდეთ. მაგალითად, თუ 7 საათზე უნდა გაიღვიძოთ და თქვენი საშუალო ძილის ხანგრძლივობა 6 საათს შეადგენს, მაშინ ღამის პირველ საათზე უნდა დაიძინოთ – არც უფრო გვიან და არც უფრო ადრე. გაღვიძებითაც ერთსა და იმავე დროს უნდა გაიღვიძოთ, ანუ ამ შემთხვევაში, დილის შვიდ საათზე – არანაირი დიდი ხნის ძილი დასვენების დღეებში ან ძილი შუადღეს. ამით თქვენი ძილი უფრო ხარისხიანი გახდება და თქვენ 6 საათში იმაზე უკეთესად გამოიძინებთ, რასაც აქამდე, შესაძლოა, 10 საათიანი „უხარისხო” ძილის დროს ვერ ახერხებდით.
საუბარია ისეთ ძილზე, როდესაც ადამიანი ხშირად იღვიძებს, შემდეგ ვერ იძინებს და ფაქტობრივად, ღამე ერთი დიდი წამება ხდება.ამ მეთოდის გამოყენების დაწყების შემდეგ კი ადამიანის ტვინი ნელ-ნელა მიხვდება, რომ საწოლში დაწოლის შემდეგ ადამიანმა უდნა დაიძინოს. პროფესორი ელისი ასევე ურჩევს პაციენტებს, რომ არ დალიონ ძილის წინ ყავა ან ალკოჰოლი, გააგდონ საძინებლიდან შინაური ცხოველები და საწოლში არ იხმარონ ტელეფონი, ლეპტოპი ან პლანშეტი. პროფესორი ასევე აცხადებს, რომ ძილის წინ წიგნის კითხვა სასარგებლოა, ოღონდ ის არა ელექტრონული წიგნების, არამედ „ნამდვილი” წიგნების კითხვას გვირჩევს.[/dropcaps]