აპირებს თუ არა თამო ვაშალომიძე მეორე შვილის გაჩენას – რაც აცხადებს მოდელი

დრონი.ჯი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ცნობილი ქართველი დედები“.
ჩვენი დღევანდელი დღის რესპოდენტი კი თამო ვაშალომიძე გახლავთ.
– თამო, როგორ ფიქრობ რამდენად კარგი დედა ხარ?
– ძალიან ბევრი გადაღება მაქვს და დღის განმავლობაში ცოტა დრო მაქვს თავისუფალი, თუმცა როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება ხოლმე, მაშინვე სახლში მივდივარ, რომ სოფიასთან ვიყო. მაქსიმალურად კარგ და მშვიდ გარემოში ვზრდი ჩემს გოგონას და პატარასთვის ყველაზე აუცილებელია, თუ რამდენად სიყვარულში იზრდება, რისი ნაკლებობაც სოფიას ნამდვილად არ აქვს. ასე რომ ჩემს თავს კარგ დედად ვთვლი.
– ყველაზე დიდხნიანი განშორება შენსა და სოფიას შორის როდის იყო და რამდენ ხანს გასტანა?
– ამ ზაფხულს ერთი თვე გავუშვი სოფია ძიძასთან ერთად და ძალიან მენატრებოდა. 4-5 თვის იყო სადღაც სოფია და ის ალბათ ვერც აღიქვამდა დედა რომელი ვიყავით (იცინის). შემდეგ იყო 4 დღიანი განშორება, პარიზში ვიყავი ახლახანს და ტელეფონით რომ ველაპარაკებოდი უკვე რეაქციები ჰქონდა და ეს ძალიან ემოციური იყო.
– შვილი შენი ცხოვრების არსია?
– კი, რა თქმა უნდა ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია.
– ცნობილი ქართველი ქალებიდან, ვინ არის შენი ფავორიტი დედა?
– სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი, მეც ვუყურებ და ვადევნებ თვალს მათ და ნამდვილად კარგად ზრდიან შვილებს. თუმცა ვის ოჯახში რა ხდება ეს არავინ იცის. ასე რომ, ასე რომ გამოვყო, ფავორიტი ცნობილი ქართველი დედა არ მყავს.
– ქეთა თოფურიას თავისი შვილი თითქმის ყველა გადაღებასა და რეპეტიციაზე დაჰყავს და რუსული მედია ქეთას იდეალურ დედობაზე ბევრჯერ ალაპარაკდა. შენი აზრით, როცა სოფია გაიზრდება შენც ასეთი დედა იქნები?
– ქეთას სხვა პროფესია აქვს და მე სხვა. ის მღერის, მე ფოტო მოდელი ვარ და როდესაც ფოტოებს ვიღებ მთლიანად ჩართული ვარ ხოლმე ამ პროცესში. ვფიქრობ, დამღლელი იქნება სოფიასთვის ჩემს გადაღებებზე სიარული. რა თქმა უნდა სულ მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, მაგრამ არ არის სულ ამის საშუალება, ჯერ იმიტომ რომ ახლა ძალიან პატარაა, თუმცა რომ გაიზრდება ვნახოთ, ასე დაზუსტებითაც ვერ ვიტყვი ჩემთან ერთად გადაღებებზე ივლის თუ არა სოფია. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ პატარა ბავშვებს თვითფრინავით რომ ამგზავრებენ, თუ საშუალება აქვთ ძიძას ან ვინმეს დაუტოვონ, ეს გარკვევით კარგი გამოსავალია. სოფიაც სანამ ერთი წლის არ გახდება, ვცდილობ ქვეყნიდან არ გავიყვანო. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ არ არის ბავშვისთვის კარგი თვითფრინავით მგზავრობა.
– სოფიას გარდა, აპირებ კიდევ შვილის ყოლას?
– აუცილებლად მეყოლება კიდევ ერთი შვილი მაინც (იცინის)

წყარო:https://droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები