ანჯელინა ჯოლი: მე და ბრედ პიტს პრობლემები გვაქვს! – მსახიობის გულახდილი ინტერვიუ მომაკვდინებელ დაავადებასა და ოჯახზე (ფოტოკოლაჟი)
პლანეტის ულამაზესი ქალი აცხადებს, რომ მისი და ბრედ პიტის ქორწინებაში ყველფერი რიგზე არაა. ჰოლივუდის მსახიობმა გულახდილი ინტერვიუ მოდურ გამოცემა VOGUE-ს მისცა, სადაც მან ოჯახურ სირთულეებზე ისაუბრა.
„ვოგის“ ნოემბრის ნომერის მთავარი პერსონა ანჯელინა ჯოლია. ავტორიტეტული ჟურნალის ყდას მომდევნო თვეში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი დაამშვენებს. გამოცემამ ვარსკვლავური წყვილის ოჯახზე საინტერესო ფოტოსესიაც მოამზადა, რომელიც ოკეანის სანაპიროზე გადაიღეს.
40 წლის მსახიობი და მისი 6 შვილი, ცნობილ ფოტოგრაფ ენი ლეიბოვიცისთვის პიზირებისას კარგად გაერთნენ. თეატრალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ჯოლი და მისი პატარები ხელიხელჩაკიდებულნი პლაჟზე დარბოდნენ, წრეზე ცეკვავდნენ და პოზირებდნენ ძველმოდურ მოტოციკლეტთან.
„მისტერ და მისის სმიტების“ შემდეგ, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ფილმში ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან. მსოფლიო ეკრანებზე 13 ნოემბერს ახალი ნამუშევარი – „ზღვაზე“ გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ვარსკვლავური წყვილი ღებულობს. დრამატული სცენარი 70-იან წლებში ვითარდება, როდესაც დაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახურ კრიზისს განიცდის, დასასვენებლად ფრანგულ რივიერაზე მიემგზავრება.
„ეს სურათი არაა ავტობიოგრაფიული“, – აცხადებს ანჯელინა ჯოლი. ამით მსახიობმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი და ბრედ პიტის ქორწინებაში ყველაფერი იდეალურად არ არის.
„მე და ბრედს გვაქვს პრობლემები, მაგრამ, ფილმის ჩვენივე პერსონაჟებს ჩვენსავე პრობლემებზე რომ შეეხსენებინათ, ამ ფილმში რა თქმა უნდა, ვეღარ ვითამაშებდით. როგორც მხატვრებს, ჩვენც გვესაჭიროება, რომ ზოგჯერ რაღაცამ კომფოტის საზღვრებიდან გადაგვიყვანოს. მსახიობად ყოფნა, ეს ყველაზე უსაფრთხო იდეა არ არის, ცხოვრება ხანმოკლეა“, – ამბობს ანჯელინა ჯოლი.
ინტერვიუში მსახიობმა ასევე, ოპერაციის შემდგომ მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობაზეც ისაუბრა. მიმდინარე წლის მარტში, ანჯელინას საკვერცხეები ამოაჭრეს, რათა სიმსივნის მეტასტაზების განვითარების რისკი შეემცირებინათ. ოპერაციამდე ორი წლით ადრე, იგივე დიაგნოზის გამო, დედამიწის ყველაზე ლამაზ ქალს მკერდიც მოკვეთეს. საკვერცხეების მოცილების შემდეგ, ჯოლიმ განაცხადა, რომ მას მენსტრუაცია შეუჩერდა.
„მე მსურდა, რომ დედაჩემს თავის დროზე, ასეთივე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს არ არის მარტივი ოპერაცია. თავად საკვერცხეეების ამოჭრის ოპერაცია დიდად რთული არაა, თუმცა მის შემდეგ განვითარებული ჰორმონალური ცვლილებები, ეს ყველაზე საინტერესო რამეა,“ – აღნიშნა მსახიბმა, რომელსაც დედა – მარშელინ ბერტრანი, 2007 წელს 56 წლის ასაკში, საკვერცხეების სიმსივნის შედეგად გარდაეცვალა.
ჰოლივუდის მსახიობი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის მის 50 წლის იუბილეს.
„დედაჩემმა და ბებიამ მომავკდინებელ დააავადებასთან ბრძოლა 40 წელს მიღწეულებმა დაიწყეს. მე ახლა ორმოცის ვარ და სულმოუთმენლად ველოდები როდის გავხდები 50-ის, რათა ვიგრძნო, რომ მე ეს ყველაფერი გადავლახე“,- აცხადებს მსახიობი ჟურნალ VOGUE-თან ინტერვიუში.