ანჯელინა ჯოლი – „მე არ ველოდები, რომ ყველა გამართლებს, მთავარია, რომ მე ვიცი, ვინ ვარ და ეს, ჩემმა შვილებმაც იციან“
მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ გაზეთ „New York Times“-თან ინტერვიუში, აღნიშნა, რომ პრობლემების გადაჭრაში, მისი 6 შვილი ეხმარება.
„ჩვენი ოჯახის წევრები, ერთმანეთს, ყველაფერში მხარს ვუჭერთ. შვილები, ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან. არ არსებობს არც ერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც უფრო მეტად დამეხმარება, ვიდრე ჩემი შვილები“. – ამბობს ანჯელინა ჯოლი.
პლანეტის, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ქალბატონს, საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგა.
– „ ცხოვრება ძალიან რთულია, არ მომწონს ის ფაქტი, რომ მარტო დავრჩი, ეს მე არ მინდოდა და ამ სიტუაციაში, კარგს, ვერაფერს ვხედავ, მიმძიმს მარტო ცხოვრება, მაგრამ მჯერა, რომ, ოდესმე, მოვაგვარებ ჩემს პრობლემებს“ – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ, გამომცემლობა „The Sunday Telegraph“- თან ინტერვიუში.
42 წლის მსახიობი, მთელ თავისუფალ დროს, ოჯახს უთმობს. პიტი, კი, შვილების აღზრდაში, თვალყურს ადევნებს მეუღლეს. პორტალ „In Touch“-ის ინფორმაციით, მსახიობი პრეტენზიას უცხადებს, ანჯელინას, ბავშვების აღზრდასთან და მათ კვებასთან დაკავშირებით, რასაც ანჯელინა არ ეთანხმება. პაპარაცებმა, ანჯელინა, მარკეტში, იმ დროს დააფიქსირეს, როცა მსახიობი, ბავშვებისთვის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს არჩევდა.
-„მე არ ველოდები, რომ ყველა გამიგებს და გამართლებს, და ეს ნორმალურიც არის. მთავარია, რომ მე ვიცი, ვინ ვარ და ეს, ჩემმა შვილებმაც იციან“ – განაცხადა ანჯელინამ.