ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად კამბოჯიდან ლოს-ანჯელესში დაბრუნებისას პაპარაცების ფოტოობიექტივებში მოხვდა. მსახიობთან ერთად აზიაში იმოგზაურეს 14 წლის მედოქსმა, 11 წლის პაკსმა, 10 წლის ზაჰარამ და 9 წლის შაილომ. საკუთარი ბარგი ოჯახის ყველა წევრს თავად მიჰქონდა. კამბოჯაში ჯოლი ფილმის გადაღებას გეგმავს, თანაავტორი კი მისი შვილი მედოქსი იქნება, რომელიც, წარმოშობით სწორედ კამბოჯელია.
ჯოლი შვილებთან ერთად აშშ-ში ჩვეულებრივი ავიახაზებით დაბრუნდა, იმის მიუხედავად, რომ ბრედსა და ანჯელინას საკუთარი თვითმფრინავი ჰყავთ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=dYoCLG_vnaw&feature=youtu.be[/youtube]