ანჯელინა ჯოლის სიგამხდრე შოკისმომგვრელია (ფოტო)

პოპულარული ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი სამხრეთ აზიას სპეციალური ჰუმანიტარული მისიით ეწვია. ანჯელინა აქტიურად აგრძელებს მუშაობას გაეროს ელჩის პოზიციაზე დევნილთა საკითხებში. ამჯერად, 43 წლის მსახიობი ბანგლადეშში მუსულმანების ბანაკს ესტუმრა. ჯოლი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა, რათა მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო იმ კრიზისის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაშია. ამას გარდა, ის მოუწოდებს მსოფლიოს დახმარება გაუწიოს ამ ბანაკში მყოფებს. სოციალურ ქსელებში ყურადღება არა მხოლოდ მისმა გამოსვლამ, არამედ მისმა გარეგნობამაც მიიქცია. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ მსახიობი საკმაოდ გამოფიტული და დაღლილი ჩანს. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ მას ასეთი გამხდარი ფეხები ჯერ არასდროს ჰქონია.

კომენტარები

სხვა სიახლეები