გერმანიაში ვიზიტისას ყაზახეთის პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერთან. ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაიმართა ყაზახეთის პრეზიდენტის დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნი გაისმა.
თუმცა, გერმანიის კანცლერი ჰიმნის მოსმენისას ფეხზე არ წამოდგა. ყაზახეთის პრეზიდენტი კი პირიქით მოიქცა, მან საკუთარი ქვეყნის ჰიმნი ფეხზე მდგომმა მოისმინა და გულზე ხელიც დაიდო, აღნიშნულს კი მოთმინებით აკვირდებოდა სკამზე მჯდომი მერკელი.
გერმანიის კანცლერი ასე მოიქცა ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც.