ამ ქალმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სხეულის წონა მხოლოდ სულიერი მდგომარეობაა (ფოტოკოლაჟი)

იოგის მძიმე წონიანმა ინსტრუქტორმა ჯესამინ სტენლიმ გამოიწვია ყველა ის ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ იოგა მხოლოდ გამხდრებისთვისაა და აჩვენა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ნებისმიერ ადამიანს. იოგით სტენლი 2011 წელს დაკავდა, დღეს კი ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები 27 წლის ჯესამინი იოგის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია და ინსტაგრამზე 55 000 მიმდევარი ჰყავს.
“ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, რომელსაც გადაჭარბებული წონა არასწორად მიაჩნია, ასე რომ ხალხი შენ გიყურებს, ისინი შეშლილ მზერებს ესვრიან ყველას, ვინც დასავლურ მედიაში დაბეჭდილი მოდელებივით არ გამოიყურება. ერთადერთი, რაც შეგიძლია აკონტროლო – ეს შენი რეაქციაა. ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს: შეწყვიტეთ თქვენი სხეულისთვის და აზრებისთვის ნეგატიური ენერგიის გაგზავნა”, – ამბობს სტენლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები