ამ ქალბატონმა 122 წელს სპეციალური დიეტით მიაღწია

დღეს ყველაზე ხანდაზმული ქალბატონის ტიტულს ჟანა კალმანი ატარებს. ის 122 წლის არის. თავად კალმანის თქმით, ამ ასაკამდე მან სპეციალური დიეტის წყალობით მიაღწია, რომელიც მდიდარია ზეითუნის ზეთით. ამ ზეთს ის არა მარტო იყენებს კვების დროს, არამედ კანზეც ისვამს. ასევე ჟანა რეგულარულად სვამდა პორტვეინს და ყოველ კვირას ერთ კილოგრამამდე შოკოლადს ჭამდა.

ჟანა კალმანი 21 წლიდან 117 წლამდე სიგარეტს ეწეოდა. 85 წლის ასაკში კი მან ფარიკაობით და ველოსიპედის სპორტით ვარჯიში დაიწყო. ეს უნიკალური ბებია თურმე ვან გოგს შეხვდა. 13 წლის ასაკში მამამისის მაღაზიაში გენიალური მხატვარი ტილოს საყიდლად შესულა. ჟანა იხსენებს, რომ ვან გოგი იყო ბინძური, ცუდად ჩაცმული და უსიამოვნოდ გამოიყურებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები