“ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ჯვრისწერის ფოტოს აქვეყნებს:
14 წლის წინ, ამ დღეს, ვერის ეკლესიაში მე და თამუნამ ჯვარი დავიწერეთ და კესო მოვნათლეთ. ვულოცავ, პირველ რიგში ჩემს თავს და მას ამ დღეს.
ამ ფოტოზე რეაქციას ორივე მხრიდან ველი – ვინც “ეკლესიასთან ბრძოლას” გამახსენებს, ან პირიქით – ამ ფოტოთი პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას დამაბრალებს. არადა უბრალოდ კარგი ფოტოა