ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული – საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი
ხათუნა თბილისში ცნობილ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მისი დედა – ქალბატონი ნელი- თეატრალური ინსტიტუტის დეკანი იყო, მამა – ბადრი- სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ხათუნამაც თავისი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა, თეატრალურში ჩააბარა და შემდეგ რეზო გაბრიაძის თეატრში დაიწყო მუშაობა. მაგრამ ერთმა წამმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა! ერთ დილას ხათუნა სამსახურში მიდიოდა, ქუჩაში შეუძლოდ გახდა და გულწასული დავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. 26 დღე ხათუნამ უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციაში გაატარა. როდესაც დარდით განადგურებულ მშობლებს ხათუნა საავადმყოფოდან გამოჰყავდათ, ენერგიული, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქალისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ხათუნა ვერ მოძრაობდა, ჰარ რეაგირებდა ხმებზე,ჰ ტკივილისგან ხელ–ფეხი სულ დაეკრუნჩხა, ჰსაშინელი ნაწოლები გაუჩნდა და მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. მამას დასუსტებული ხათუნა საავმყოფოდან ხელში აყვანილი გამოჰყავდა. ნელი და ბადრი ერთად უვლიდნენ შვილს, მაგრამ მამამ ვერ აიტანა ნერვიულობა და ლოგინად ჩავარდა. ახლა ნელის მარტო უწევს შვილისა და მეუღლის მოვლა. ხათუნას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედა მას შპრიცით კვებავს, თხევად საკვებს ცხვირში ჩადგმული მილიდან აწვდის. აცმევს, ბანს, უწესრიგებს პირად ჰიგიენას. ნელი ვერ მუშაობს, შვილს ერთი წუთითაც ვერ ტოვებს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხშირად წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნით. მკურნალობის სახსრების უქონლობის გამო, ხათუნას მდგომარეობა უკვე 4 წელია არ იცვლება. ექიმების აზრით, ძვირადღირებული მედიკამენტები და რეაბილიტაციის კურსი ხათუნას გამოჯანმრთელების შანსს მისცემს. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ხათუნაზე და მის მშობლებზე ზრუნავს , „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის ექთნები ქალბატონ ნელის ხათუნას მოვლაში ეხმარებიან, აბანავებენ მას, უმუშავებენ ნაწოლებს, უცვლიან სანაციურ მილებს. მაგრამ ამ ოჯახის პრობლემებს მხოლოდ ერთი ფონდი ვერ გადაწყვეტს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ხათუნას! თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ჭაღიაშვილი) გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით ხათუნა ისევ დაიბრუნებს ჯანმრთელობასა და სილამაზეს!
წყარო: სოციალური პარტნიორობა