“ამ პერიოდში არ შეიცვალოთ მკვეთრად იმიჯი და ვარცხნილობა.. მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ“ – ასტროლოგის გაფრთხილება
სოფია ბზეკალავა ემოციურად რთული მომდევნო კვირის შესახებ გვაფრთხილებს. ასტროლოგი ასახელებს კონკრეტულ დღეებს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის.
„კვირის მეორე ნახევარი ემოციურად აქტიური იქნება. ჩემი რჩევა იქნება, 2-3 ივნისის ჩათვლით ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ, მით უფრო, თუ ამას პირველად აკეთებთ. მაგალითად: კონტრაქტები, შეთანხმებები.. თუ ეს განახლებადია, 3-6 თვეში ერთხელ, მაშინ შეიძლება.
ასევე, არ შეიცვალოთ მკვეთრად იმიჯი და ვარცხნილობა, არ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, რადგან არის ალბათობა, რომ არ მოგეწონოთ და 3 თვის შემდეგ უკან დაბრუნდეთ თქვენს თავთან და იმიჯთან.
სამაგიეროდ, კარგი პერიოდის ძველ საქმეებთან დასაბრუნებლად. გაარკვიოთ და საბოლოოდ დახუროთ გაუგებრობები, თუკი მსგავსი რამ თქვენს ცხოვრებაში არსებობს.
ქალწულებს, ტყუპებს, თევზებს და მშვილდოსნებს ენერგია აუცილებლად მოემატებათ, იმიტომ, რომ მერკური როდესაც უკუღმა ბრუნავს და რეტროგრადულ ფაზაში მოძრაობს, მათ ყველაზე მეტად უჭირთ, გაუგებრობებშიც ხვდებიან, ჯანმრთელობის კუთხითაც საკმაოდ ენერგია გამოცლილები არიან. როგორც კი რეტროგრადული მერკური დაიწყებს გასწორებას, მერე უკვე ყველა თქვენი შეცდომა თქვენია, მერკურს ვეღარ დააბრალებთ.“ – განაცხადა ასტროლოგმა „შენ დილაში“.