“ამ დღეებში უნდა დავრეკო და ჩავეწერო, ამბობენ, დიდი რიგებიაო” – ცნობილი პაციენტი ამჯერად ტრავმატოლოგთან ვიზიტს გეგმავს

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი, სადაც პაციენტი რევმატოლოგთან ჩაწერას გეგმავს, ინტერნეტ–ჰიტად იქცა. მან ერთი თვით ადრე დარეკა ვიზიტზე ჩასაწერად და 10 ნოემბერს ჩაწერეს, სახალისო საუბარი კი ინტერნეტში გავრცელდა.

მოგვიანებით, შალვა შენგელიამ დაწერა, რომ დადგა 10 ნოემბერი და წავიდა რევმატოლოგთან. ამის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა, ამჯერად კი ის ტრავმატოლოგთან უნდა ჩაეწეროს:

„ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სოციალურ ქსელში საჯაროდ დადებ რევმატოლოგის დასმულ დიაგნოზსო, ნაღდად გიჟად ჩავთვლიდი… მოვლენები ისე განვითარდა, რომ, სოცქსელის საზოგადოების თხოვნითა და ხალხის მოთხოვნით, მე თავად ვდებ რევმატოლოგის დიაგნოზს.

ვფიცავ, რომ ნაღდია და არაა გაყალბებული. მენისკია ჩაგლეჯილი და საოპერაციოაო. ამ დღეებში უნდა დავრეკო! და ჩავეწერო! ლევან ნაჭყებიასთან, ტრავმატოლოგთან. ამბობენ, დიდი რიგებიაო!“, – წერს შალვა შენგელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები