„ამ გაუკუღმართებულ ქვეყანაში ეს დღეც გაუკუღმართებულია“ – მართებულია თუ არა 15 აპრილს სიყვარულის დღის აღნიშვნა?

 

ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილის მოსაზრება

დღეს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. სწორია თუ არა ასტროლოგიური თვალსაზრისით სიყვარულის დღის აღნიშვნა 15 აპრილს? „ამ გაუკუღმართებულ ქვეყანაში ეს დღეც გაუკუღმართებულია“, – წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი. მისი თქმით, ვერძის პერიოდი სიყვარულთან ყოვლად მიუღებელია. „სიყვარულის დღე უნდა იყოს კუროს და სასწორის ნიშანში. ვერძს მართავს მარსი – ომის, ძალის, მოქმედების, აგრესიის მმართველი პლანეტა. კურო და სასწორი იმართება ვენერით. ვენერა – სიყვარულის, ჰარმონიის, გრძნობების მმართველია. ის ფაქტი, რომ ქორწინებას მაისში ერიდებიან, არც ესაა სწორი. 20 მაისამდე ქორწინება იდეალური პერიოდია“, – გვირჩევს თორნიკე ბიძინაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები