აშშ-ში, ლონგ-აილენდის კუნძულზე ამერიკელს სახლში ალიგატორი ჰყავდა. ნიუ-იორკის შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ცხოველი მამაკაცის სახლში უკანონოდ ბინადრობდა და მისი კონფისკაცია მოხდა. ალიგატორის სიგრძე 1,8 მეტრს შეადგენს. „ალიგატორებისგან ცუდი შინაური ცხოველები გამოდიან, ასეთი სიგრძის ალიგატორების შენახვა კი შეიძლება სასიკვდილო იყოს“, – განაცხადა როი გროსმა ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის პრევენციის საზოგადოებიდან.
მისი თქმით, ალიგატორები ხელზე კბენენ მათ, ვინც აჭმევთ. ცნობილია, რომ „შინაური“ ალიგატორის პატრონს ბრალი უკვე წაუყენეს.
სხვა სიახლეები