ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უმცროს შვილთან ერთად რამდენიმე საათი კარტოფილის მოსავლის აღებაში გაატარა.
ბელორუსიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამა-შვილმა ლუკაშენკოებმა 70 ტომარა კარტოფილი შეაგროვეს. უახლოეს მომავალში ეს მოსავალი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გადაეცემა.
მიმდინარე წლის აპრილში ლუკაშენკომ მოუწოდა ბელორუსიის მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღ წესს მიხედონ. ამასთანავე, ბელორუსიის ლიდერმა მოუწოდა თანამემამულეებს, ბელორუსიაში გამოშვებული პროდუქტები შეიძინონ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=WB7XvtppOfc[/youtube]