“ალეკ­მა და­წე­რა ულა­მა­ზე­სი წე­რი­ლი ჩემ­ზე” – რას წერს ცისანა საყვარლიშვილი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

ალეკ ბოლდუინის ტრაგედიამ რომელიც ფილმის გადაღების დროს მოხდა მსოფლიო დაამწუხრა.
მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ოპე­რა­ტო­რი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი და­იჭ­რა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობ­მა გა­ის­რო­ლა პის­ტო­ლე­ტი­დან, რო­მე­ლიც ფუჭი ვაზ­ნე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ტე­ნი­ლი.
ასევე BBC -ს ინფორმაციით გასროლამდე მას უთხრეს რომ იარაღი უსაფრთხო იყო.
ალეკ ბოლდუინის ტრაგედიას აშშ- ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი   ცის­ნა საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ მეგობრობაზე წერს.

“პირ­ვე­ლად ალე­კი 2017 წელს გა­ვი­ცა­ნი. ჩვენ­თან მო­ვი­და შო­ბის დღეს. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ჩემი თავი გა­აც­ნო, მან თქვა თა­ვი­სი სა­ხე­ლი – ალე­კი და გა­მი­ღი­მა. თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი, ვახ, სა­ი­დან ვიც­ნობ ამ კაცს, ღმერ­თო ჩემო, რა ნაც­ნო­ბი სახე აქვს, სად მყავს ნა­ნა­ხი? არა­ვის არ უთ­ქვამს ჩემ­თვის, რომ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი მო­ვი­დო­და ჩვენ­თან.

სა­ნამ ალე­კი ჩემს ძვირფსს დე­დამ­თილს ტკბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და და ჩემს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­შო­ბაო ორ­ცხო­ბი­ლას აგე­მოვ­ნებ­და, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა ვინც იყო და კი­ნა­ღამ გა­და­ვი­რიე სი­ხა­რუ­ლის­გან. ვგიჟ­დე­ბი ფილმზე #WorkingGirl და ალე­კი ისე­თი სიმ­პა­ტი­უ­რია ამ ფილმში. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ყვე­ლა ფილ­მი მიყ­ვარს. თუ გახ­სოვთ, #GogaTV-ის გვერ­დი­დან ჩა­გერ­თეთ ლა­ივ­ში მაგ დღეს და შობა მო­გი­ლო­ცეთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ჰემპტო­ნე­ბი­დან.

ასე და­ი­წყო ჩემი და ალე­კის მე­გობ­რო­ბა. ვი­ყა­ვი მისი #Podcast-ების ჩა­წე­რა­ზე ნიუ-იორკში, #hamptonfilmfestival-ის ყვე­ლა სა­ღა­მო­ზე, აქ­ტი­უ­რად ვა­ზი­ა­რებ­დი სი­ახ­ლე­ებს მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მას და ჩემს ქმარს 30 წლის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ.

მე და ალეკს კი 4 წლის. მისი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ. ალეკ­მა და­წე­რა ულა­მა­ზე­სი წე­რი­ლი ჩემ­ზე და სა­ე­მიგ­რა­ცი­ოს გა­უგ­ზავ­ნა. მახ­სოვს “გრინ კარ­ტის” გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, როცა სა­ე­მიგ­რა­ციო ოფი­ცე­რი ალე­კის წე­რილს კი­თხუ­ლობ­და, სახე სი­ხა­რუ­ლით ევ­სე­ბო­და. ასე ვთქვათ, მის­მა წე­რილ­მა დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ მე დღეს “გრინ კარ­ტა” მაქვს.

ამ ფაქ­ტის მერე უფრო მე­ტად ვა­ფა­სებ, ამ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. მერე ჯა­ჯომ ჩა­წე­რა გა­და­ცე­მის­თვის და მახ­სოვს რო­გორ გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დით ყვე­ლა­ნი მის მოს­ვლას. ვიც­ნობ მის მე­უღ­ლეს, ჰი­ლა­რი­ას, მის ულა­მა­ზეს შვი­ლებს და მინ­და მათ იცოდ­ნენ, რომ ჩვენ მათ გვერ­დით ვართ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. კი­დევ ბევ­რის და­წე­რა შე­მიძ­ლია ალეკ­ზე. ვინც არ იც­ნობს, ამ­ბობს რომ ბრა­ზი­ა­ნი კა­ცია, არა­და, ძა­ლი­ან თბი­ლი და კე­თი­ლი გული აქვს. ვგიჟ­დე­ბი ჩვენს მოკ­ლე სა­უბ­რებ­ზე დი­ლა­ო­ბით, როცა ”კოფი შოპ ჯე­კი­ში” ვხვდე­ბით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მინ­და რომ გა­მაგრდეს და არ ინერ­ვი­უ­ლოს. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და და უზო­მოდ ვწუხ­ვარ. მას ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და სიყ­ვა­რუ­ლი აქვს. ძვირ­ფა­სო ალეკ, მინ­და რომ კარ­გად იყო. გვიყ­ვარ­ხარ. სისი და სასი” – წერს საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები