აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრა მამაკაცმა შეყვარებული გოგონას მოსატაცებლად გამოიყენა

აზერბაიჯანის პოლიციის ცნობით, ბარდინსკის რაიონში წუხელ ღამით 18 წლის გოგო სწორედ მაშინ მოიტაცეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა.
ამავე რაიონის მაცხოვრებელმა ისარგებლა იმით, რომ შეშინებული გოგო სახლიდან გამოვიდა და ის მანქანით ამ დროისთვის დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცა.
ცხელ კვალზე პოლიციამ გამტაცებლის ვინაობა დაადგინა და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე დადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 15-16 ნოემბრის ღამეს აზერბაიჯანში 6 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები