ავსტრალიაში დრონმა ორი მოზარდი ზღვაში დახრჩობისგან იხსნა (ვიდეო)

დრონი ორ ავსტრალიელს დაეხმარა, რომლებიც ზღვამ შეითრია, _ წერია Surf Life Saving-ის ორგანიზაციის საიტზე, შესაბამისი ვიდეო კი იუთუბზეა გამოქვეყნებული.
როგორც ცნობილია, მაშველები, ზვიგენების თავდასხმის შემცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ემზადებოდნენ ცდებისთვის, როდესაც მათთან სიგნალი შევიდა ორი სერფინგისტის გადასარჩენად, რომლებიც წყალმა შორს შეითრია. მაშველებმა მალევე მიამაგრეს დრონს სამაშველო საშუალება და საფრენი აპარატი შემთხვევის ადგილას გააგზავნეს.
მთელი პროცესი კამერაზეა აღბეჭდილი. კადრებში ჩანს, თუ როგორ უგდებს დრონი სპეციალურ ტივტივას მოზარდებს, რისი დახმარებითაც მათ ნაპირზე გამოსვლა შეძლეს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=07FA8bAV1-k

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ეს დრონის მიერ ადამიანების გადარჩენის პირველი შემთხვევა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლების თქმით, უპილოტო მფრინავმა აპარატმა შესანიშნავი ეფექტურობა გამოავლინა ადამიანების გადარჩენის საკითხში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები