დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს იმისთვის, რომ ავსტრალიაში, ტანსაცმლის მაღაზიის გასახდელში ქალებს ჩუმად უღებდა. ამის შემდეგ ის ფოტოებს ფეისბუქში ტვირთავდა. დაკავებული 28 წლისაა და ის პოლიციამ სწორედ იმ დროს დააკავა, როდესაც მორიგ “მსხვერპლს” ფოტოს უღებდა. დაკავებულის ტელეფონის შემოწმებისას გაირკვა, რომ იქ 100-ზე მეტი ანალოგიური ფოტოა. ბრიტანელს უკვე წაუყენეს ბრალი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფისთვის.