ადამიანი, რომელიც საწერი ​კალმით შთამბეჭდავ​ ჰიპერრეალისტურ და სურეალისტურ ნამუშევრებს ქმნის

9 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 17:00 20:00 სთ-მდე ჰიპერრეალისტი და სურეალისტი მხატვრის, ლევან კუტაძის გამოფენა გაიმართება. თუ ოდესმე ჰიპერრეალისტური ნახატების გამოფენაზე აღმოჩნდებით, შესაძლოა თავი ფოტოგალერეაში გეგონოთ, იმდენად ჰგავს ნახატები მაღალი ხარისხის ფოტოსურათებს, თუმცა ასეთი შედარება ალბათ სასაცილოა, ჰიპერრეალისტები ნახატებს რეალურად კი არა, „ზერეალურად“ ხატავენ. ჰიპერრეალისტურ ნახატებში ყველა დეტალი თანაბრადაა გამოკვეთილი და ეს14955777_1200773443326267_4020228089214244988_n დეტალები იმდენად მკვეთრად წარმოგვიდგება, როგორებიც რეალურ ცხოვრებაშია.
საგულისხმოა ისიც, რომ ჰიპერრეალისტური ნახატებისა თუ სკულპტურების უმრავლესი ნაწილი ძალიან დიდ ზომისაა, რაც კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს მნახველზე. ქართველი მხატვარი ლევან კუტაძე ჰიპერრეალიზმის ჟანრში მუშაობს და წარმოუდგენლად რეალისტურ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც ფოტოგრაფიას უფრო ჰგავს, ვიდრე ხელით დახატულს. მისი ექსტრაორდინარული ნახატები მხოლოდ და მხოლოდ საწერი კალმითაა შექმნილი.
1992 წლის 8 მარტს დაბადებული 24 წლის მხატვარი სურეალისტურ და ჰიპერრეალისტურ ჟანრში ხატავს. ოჯახში არავინ ხატავდა, მაგრამ ბებია და პაპა არქიტექტორები იყვნენ. მისთვის ხატვა არავის უსწავლებია, შესაბამისად, აკადემიური განათლება არ აქვს ამ სფეროში, თუმცა ერთი წელი სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად სხვა განხრით.
ხატვა 19 წლიდან დაიწყო და მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მამამ, რადგან სწორედ ის აძალ14992066_1200773439992934_1651009048290668318_nებდა ხატვას. ეს ორი ჟანრი იმიტომ აირჩია, რომ ძალიან ეფექტური და “ჩამთრევია”, განსაკუთრებით სურეალიზმი, რასაც მუზა და დანახვა სჭირდება. შთაგონების წყარო, როგორც ასეთი, სიმშვიდე და მუსიკაა, ამიტომ ხატვის დროს სხვადასხვა ჟანრის წყნარ მუსიკას უსმენს, უფრო ჯაზსა და კლასიკას. სამი საყვარელი ფერი, რომლებსაც მხატვრობაში იყენებს, ყველაზე ხშირად შავი,თეთრი და იასამნისფერია. დღეში რვა-ცხრა საათს ხატვას უთმობს. ყველაზე დიდი ხანი, რაც ნახატის ხატვას მოანდომა, ერთი წელია. საწერ კალამს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იცის, რომ არავითარი შეცდომა არ უნდა დაუშვას და უშეცდომო უნდა იყოს. სამომავლოდ ბევრ შრომას და სხვადასხვა ადგილებში გამოფენების მოწყობას აპირებს, დამწყებ მხატვრებს კი ურჩევს, რომ ბევრი იშრომონ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.
ჰიპერრეალისტური ხელოვნების წარმომადგენლებს შეუძლიათ თავიანთი ნებისმიერი ქმნილებით გაგვაოცონ, ამ ნამუშევრების ხილვის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს მართლა ნახატი.

კომენტარები

სხვა სიახლეები