ჰოლანდიის დედოფლის დამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა (ფოტო)

133
SHARE

ნიდერლანდების დედოფლის, მაქსიმას და, ინეს სორეგიეტა ბუენოს-აირესში გარდაცვლილი იპოვეს. 32 წლის ქალი, თავის ბინაში, არგენტინის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში აღმოაჩინეს. ინფორმაციას გამოცემა La Nacion ჰოლანდიური მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ის ხუთშაბათს ღამით გარდაიცვალა. ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავენ. მედიის ინფორმაციით, ბოლო წლებში მას დეპრესია ჰქონდა. ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა არგენტინული წარმოშობისაა, ის მეფე ვილემ-ალექსანდერს 2002 წელს გაჰყვა ცოლად. მათ სამი შვილი ჰყავთ.
გარდაცვლილი ინეს სორეგიეტა პრინცესა არიანას ნათლია იყო.

 

Comments

comments