ჯიჯი ჰადიდი „ ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენებაში მონაწილეობას არ მიიღებს

378
SHARE

„ვიქტორია სეკრეტის“ სამოდელო ჩვენება ჩინეთში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მოდელი ჯიჯი ჰადიდი არ მიიღებს.
ჰადიდმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, ის სამოდელო ჩვენებაში, რომელიც ჩინეთში პირველად იმართება, მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„მე ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენებაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, მიყვარს ჩემი „ვიქტორია სეკრეტის“ ოჯახი, სულიერად მე მათთან ვიქნები!!“ განაცხადა ჯიჯი ჰაჰდიდმა საკუთარ “Twitter” ექაუნთზე.
ინტერნეტ გამოცემა “People.com”-ის განცხადებით, ჯიჯი ჰადიდის გადაწყვეტილება, შესაძლოა, მის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკავშირდებოდეს, სადაც ჰადიდი, სახის მიმიკური მოძრაობით დასცინის ნამცხვარს, რომელზეც აზიური წარმოშობის მამაკაცის სახეა გამოსახული.

FB კომენტარები

კომენტარი