ჯაბა ქარსელაძე პრეზიდენტს და პირველ ლედის შეხვდა – “იმან, რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”

142
SHARE

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე, პარიზში საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას შეხვდა. ამის შესახებ ქარსელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. “მინდა გითხრათ ჩემი მოკრძალებული აზრი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედიზე. გუშინ მქონდა პატივი შევხვედროდი პარიზში ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანს და გამეცნო პირადად.
მათზე ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია, თუმცა იმან, რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ასეთი თბილი, უშუალო, განათლებული და უზომოდ პოზიტიური პრეზიდენტი, მე მგონი არცერთ ქვეყანას არ ჰყავს და მე ამით ძალიან ვამაყობ და მინდა, რომ თქვენც იამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით!!!#mrpresident
​პირველ ლედიზე არაფერს აღარ ვამბობ იმიტომ, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკვე წლებია ვიცნობ და ასეთი სითბო მე ძალიან დიდი ხანია არ მიგრძვნია არცერთი ახალგაცნობილი ადამიანისგან! აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ძალიან კარგ, უნიჭიერეს და უმაგრეს მეგობარ Ekaterine Mishveladze-ს ამ ულამაზესი საღამოსთვის და ერთს დავამატებდი, რომ პრეზიდენტის მთლიანი გუნდი ძალიან შეკრული და ძლიერია!!! My big respect to them…” – წერს მომღერალი

 

FB კომენტარები

კომენტარი