ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

239
SHARE

ამ სტატიაში, გასწავლით რამდენიმე მარტივ ხრიკს , რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

1. ცარიელმა ჰერმეტულად დახურულმა კონტეინერებმა შენახვის დროს, რომ უსიამოვნო სუნი არ მიიღოს, ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი მასში.

2. არ შეინახოთ ბანანი სხვა ხილთან ერთად. ასევე არ შეიძლება მისი შენახვა ერთ ყუნწზე წამოცმული. სასურველია გააცალკევოთ და ისე შეინახოთ. ასე უფრო დიდხანს შეინარჩუნებს საღ იერს.

3. თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, მასში მოათავსეთ ერთი მთლიანი, გათლილი კარტოფილი. ის შეიწოვს ზედმეტ მარილს.

4.  ტომარაში კარტოფილი რომ არ გაღივდეს, მასთან ერთად რამდენიმე ვაშლიც უნდა მოათავსოთ.

5. ალბათ შეგიმჩნევით ნადები ელექტროჩაიდნის ფსკერზე, ამ ნადების მოსაშორებლად მასში უნდა აადუღოთ წყალი და ძმარი – 1:1 პროპორციით.

6. თუ გსურთ, რომ რძე არ დამჟავდეს, გახსნისთანავე დაამატეთ ბოთლში მწიკვი მარილი. ასე რძეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ საღად.

7. თუ კარტოფილის ან მაკარონის ნახარშის გადაღვრას დააპირებთ, დაფიქრდით, რადგან როდესაც ნახარში გაცივდება, შეგიძლიათ ოთახის მცენარეებს, დაუსხათ. მასში შემავალი ნივთიერებები მცენარეებს მოუხდება.

8.  თუ ჭიქები ერთმანეთში გაიჭედა და ვერ იღებთ, შიგნითა ჭიქაში ყინული მოათავსეთ, გარეთა კი თბილ წყალში ჩადგით.
სითბოს ზემოქმედებით ჭიქა გაფართოვდება, ცივი ჭიქა კი შემჭიდროვდება და მათ ადვილად გაალკევებთ.

FB კომენტარები

კომენტარი