ჭამა შიშველ მდგომარეობაში – პარიზში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა (ფოტო)

412
SHARE

პარიზში ახალი რესტორანი “O’Naturel” , იმ მომხმარებლებისთვის გაიხსნა, ვისაც ვახშმობა შიშველ მდგომარეობაში აქვს გადაწყვეტილი.
ნუდისტური ვახშმობის მსურველებს, რესტორანში შესვლისას გააცნობენ მომსახურეობის და მოქცევის წესებს. მომხმარებლები, სანამ მაგიდას მიუსხდებიან, ტანსაცმელს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ტოვებენ.
რაც შეეხებათ სამზარეულს თანამშრომლებსა და ოფიციანტებს, ჰიგიენური მიზეზების გამო, მათ არ აქვთ ვალდებულება გაიხადონ ტანსაცმელი და კლიენტს ისე მოემსახურონ.
“O’Naturel“-ის პირველი კლიენტები პარიზის ნუდისტური ასოციაციის წევრები იყვნენ.
სამომავლოდ, ნუდისტური რესტორნის გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშიც (ლონდონი, ტოკიო , მელბურნი) იგეგმება.

FB კომენტარები

კომენტარი