წლის ყველაზე ხმაურიანი განქორწინება: ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ეყრება (ფოტოკოლაჟი)

300
SHARE

საზოგადოებისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის ოჯახში დიდი ხანია განხეთქილებაა. მათი ოფიციალური გაყრა კი, უცხოური მედიის ცნობით, მხოლოდ დროის საკითხია.
კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის განქორწინება მოთხოვა, თუმცა ანჯელინა ჯოლი ჯერ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. მანამდე კი წყვილი ცდილობს, საზოგადოების წინაშე ბედნიერი და მოსიყვარულ12647637_1122889787755864_1412662727_nე ცოლ-ქმრის როლი ითამაშოს.
სინამდვილეში კი ისინი უკვე დიდი ხანია მხოლოდ ბავშვების გამო ცხოვრობენ ერთად.
როგორც ამერიკული მედია წერს, ბრედ პიტს რაღაც ეტაპზე აღაფრთოვანებდა ის, რომ ანჯელინა ჯოლის შეეძლო მთელ რიგ საკითხზე პასუხისმგებლობა აეღო, თუმცა ბოლო დროს ის ცდილობს ოჯახში ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს და სხვადასხვა საკითხი, ბრედ პიტის ნაცვლადაც, თავად გადაწყვიტოს.
მას სურს, რომ ის იყოს ოჯახში ერთპიროვნული ლიდერი, რამაც წყვილს შორის განხეთქილება კიდევ უფრო გააღრმავა. ჟურნალისტების ყურადღების საგანს წარმოადგენს ისიც, ერთად მივა თუ არა წყვილი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე. განქორწინების შემთხვევაში ეს ფაქტი ანჯელინასთვის მეორე ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება. ანჯელინა ჯოლის დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი საოცრად შეიცვალა და მხოლოდ 37 კილოგრამს იწონის.
12647663_1122889781089198_61074341_n 12648011_1122889817755861_761775139_n 12648140_1122889811089195_2139806146_n 12650475_1122889797755863_821425397_n 12665860_1122889784422531_1030235797_n

Comments

comments