წავა თუ არა გიორგი კეკელიძე პოლიტიკაში – ბიბლიოთეკის დირექტორი საჯარო კომენტარს აკეთებს

399
SHARE

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე პოლიტიკაში მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს სოციალური ქსელ ფეისბუქის მეშვეობით აკეთებს.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დრექტორი განმარტავს, ჟურნალისტები მას ხშირად ეკითხებიან, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას. კითხვის მთავარი არგუმენტი კი კეკელიძის მიმართ საზოგადოების ფართო ფენების დადებითი დამოკიდებულება და მისი პოპულარობაა.
გიორგი კეკელიძე საჯაროდ განმარტავს, რომ პოლიტიკისკენ გული არ მიუწევს. “ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, ვაპირებ თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, მოტივით: ,,ხალხს უყვარხარ” და ასე შემდეგ. რადგან არჩევნები მოდის, ამ საკითხის მომკითხველები გააქტიურდებიან და აქვე გიპასუხებთ, თემის დასახურად: პოლიტიკა, ტერმინის კონკრეტული გაგებით (ზოგადი გაგებით, ყველაფერი პოლიტიკაა) დღეს ჩემი ვნება არ არის. მე უნდა ვიარო კეპით და კედებით, თავგადასავლები და საქმეები ერთმანეთს შევუთავსო – ახალი ნორმატივებისკენ, შეზღუდვებისკენ, ყალბი ღიმილების დაზეპირებისკენ დიდად არ მიმიწევს გული. მოკლედ, გარდა პირადი ლიტერატურული ამბებისა, საქმიანი გეგმები, თუ ფატალურმა მოვლენებმა დამაცალეს, ასეთია”, – აცხადებს კეკელიძე და საზოგადოებას თავის გეგმებზე ესაუბრება.
„უახლოეს წლებში ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა კოპრუსის რეაბილიტაცია, ელექტრონული და ბეჭდური მეგა-საცავების შექმნა – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მიმზიდველ სივრცედ უნდა იქცეს. ამასთან, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში სოფლის ყველა ბიბლიოთეკის აღდგენა-განახლება. საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნა. შემდეგ ოზურგეთში წასვლა საცხოვრებლად ნახევარი წლით მაინც, დასვენება, გააზრება და ახალი გამოწვევების დასახვა.
p.s. ცხადად მახსოვს ანდაზა, კაცის ბჭობის და ღმერთის სიცილის შესახებ,”- წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში

FB კომენტარები

კომენტარი