ძაღლმა პატრონი გველის კბენისგან გადაარჩინა და დაიღუპა

90
SHARE

ინდოეთში, ერთ-ერთ ოჯახში მცხოვრები ძაღლი ინდური კობრას ნაკბენის შედეგად დაიღუპა. დალმატინელი თავის პატრონებს და მათ სახლს საფრთხისგან იცავდა. ინციდენტის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
შემთხვევა ოდიშას შტატში, დაახლოებით, ღამის ორ საათზე მოხდა. ამან არიფის ოჯახი ოთხფეხა მეგობრის ყეფამ გააღვიძა. დალმატინელი ტაისონი ინდურ კობრას სახლში შემოძვრომაში ხელს უშლიდა. რამდენიმე წუთში ტაისონმა მისი მოკვლა შეძლო, თუმცა გველმა ის დაკბინა. მისმა პატრონმა ვეტერინართან დაკავშირება ვერ შეძლო, რის გამოც დალმატინელი მალევე დაიღუპა.

FB კომენტარები

კომენტარი