„ძაღლებიც კი უფრო მეტი პატივისცემით კვდებიან“ – იტალიაში მცხოვრები ექიმი კორონავირუსსა და აუცილებელ სიფრთხილეზე

25260
SHARE

ისრაელის მოქალაქე ადი ვაის–ფინკი იტალიის ქალაქ პარმაში ცხოვრობს და ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობს. ის სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით წერს და ისრაელის მოქალაქეებს მიმართავს:

„ძვირფასო ისრაელის მკვიდრებო, რა გჭირთ? დარჩით სახლებში! სეირნობა პარკებში მეგობრებთან, საიდუმლოდ საპარიკმახეროში სიარული, სანაპიროზე ჯდომა და სტუმრად მეგობრების მოწვევა – ეს მხოლოდ ეხმარება ამ ვირუსს.

ისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე. ვიმეორებ: სამი კვირის წინ ჩვენც მხოლოდ 3 ავადმყოფი გვყავდა. მაშინვე დაიკეტა სკოლები და გაიცა რეკომენდაცია, სახლში დავრჩენილიყავით, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებდით, ვითომც აქ არაფერი – ვსეირნობდით, ვიცინოდით, ვერთობოდით და არ ვანიჭებდით ყველაფერ ამას მნიშვნელობას… და რა შედეგი მივიღეთ? ორი კვირის შემდეგ ჩვენთან სრული ბლოკადა გამოცხადდა. საავადმყოფოები გადაიჭედა და მომაკვდავ ადამიანებს სახლში ტოვებდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებსაც.

ადამიანები იხოცებიან მარტოობაში, საავადმყოფოებში, მათ არ აქვთ საშუალება, ახლობლებს გამოემშვიდობონ. დასაფლავების გარეშე, როგორც ცხოველები… ძაღლებიც კი უფრო მეტი პატივისცემით კვდებიან. მე გთხოვთ, რომ დარჩეთ სახლში, თქვენ არ გაქვთ ვაქცინა და შეიძლება თქვენ შემდეგი იყოთ. შეცვალეთ ცხოვრების წესი – ჩაიკეტეთ სახლებში, საკუთარი თავებისთვის თუ არა, ეს შვილებისთვის გააკეთეთ.

გააკეთეთ ეს საკუთარი მოხუცებისთვის, ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებსაც უკვე ძალა აღარ გვაქვს!”, – წერს ადი ვაის–ფინკი.

FB კომენტარები

კომენტარი