ცნობილი ქართველი ჯაზმენი და პიანისტი ბექა გოჩიაშვილი დაოჯახდა – ვინ არის მისი რჩეული

608
SHARE

ცნობილი ქართველი ჯაზმენი და პიანისტი ბექა გოჩიაშვილი დაოჯახდა. მისი რჩეული ანა ხერხეულიძე გახდა.
წყვილმა ხელი რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის სახლში მოაწერა და ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.
ბექა გოჩიაშვილმა 3 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 4 წლის ასაკიდან მეცადინეობდა პედაგოგ თ. ჩიტაიშვილთან, 6 წლიდან პედაგოგ ზ. რამიშვილთან (ჯაზი, ფორტეპიანო);
10 წლიდან უკრავდა სხვადასხვა ჯაზ–კლუბში;
2008 წლიდან, აშშ სახელმწიფო მდივნის კ. რაისისა და საქართველოს კულტურის მინისტრის ნ. რურუას მეცენატობით სწავლობს აშშ-ის ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school–ში.
მონაწილეობს მრავალ ჯაზ–ფესტივალში საქართველოსა და აშშ–ში;
2015 წელს გამართა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

FB კომენტარები

კომენტარი